saqarTvelos qedebi - calgmiris qedi

ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°07`52` ჩ. გ. 42°27`30` ა. გ.
სიმაღლე 3993 მ
ამგებელი ქანები გრანიტოიდები, ფიქლები, ქვიშაქვები

 

ისტორიული სახელწოდება: ცალმაგის ქედი.

ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. ცალგმილის ქედი გაწოლილია სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. წარმოადგენს მდინარეების ნაკრისა და დოლრის წყალგამყოფს. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ცალგმილი (3993 მ). სხვა მწვერვალებიდან მნიშვნელოვანია ლედეშდვი (3826 მ), ლეირაყი (3755 მ) და ლახვრა (3720 მ). გადასასვლელებიდან მნიშვნელოვანია ბახის უღელტეხილი (3137 მ). ცალგმილის ქედი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, კრისტალური ფიქლებით, იურული ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.